---
title: "მუხლი 37. დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/37"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/37

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

2. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ვადაზე ადრე ენიჭება უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, ხოლო უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ასევე ვადაზე ადრე ენიჭება უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

3. უმცროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

4. პირველადი დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/38.md
