---
title: "მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები და პრინციპები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/4"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები და პრინციპები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/4

1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია:
ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა;
ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.

2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია:
ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება;
ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა;
გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა;
ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა;
თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ი) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.

3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას.

4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/5.md
