---
title: "მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/40"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/40

1. დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ
1
) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება;
დ) სხვა სამსახურში გადასვლა;
დ
1
) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ:
ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;
ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი  შეფასების მიღება;
ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა;
თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;
კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება;
ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
მ)
(ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
;
ნ) გარდაცვალება;
ო) მოქალაქეობის შეცვლა;
პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
ს
) „
საჯარო
სამსახურის
შესახებ
“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
სამსახურიდან
გათავისუფლების
ის
საფუძვლები
,
რომლებიც
ამ
კანონით
არ
არის
გათვალისწინებული
.

3. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.

4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.

5. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,
№
24
,
13.08.2009
წ., მუხ.
147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3364 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
თავი V
1
. აკადემია
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/40-1.md
