---
title: "მუხლი 41. დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტი — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/41"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტი — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/41

1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტით.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და მისი ოჯახის წევრებისა, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი
№1
051
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/40-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/42.md
