---
title: "მუხლი 42. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/42"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/42

1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი პირსა და მისი ოჯახის წევრებს.

2. სამინისტრო ვალდებულია, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში.

3. სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4137-სსმI,№76, 29.12.2010წ.,მუხ.510
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/43.md
