---
title: "მუხლი 47. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/47"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/47

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დიპლომატიური სამსახურის, მისი პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების განსაკუთრებულ დაცვას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დიპლომატიური სამსახურისა და მისი პერსონალის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

3. დიპლომატიური თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/48.md
