---
title: "მუხლი 13. აკადემიის ქონება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/13"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. აკადემიის ქონება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/13

1. საქართველოს ეკონომიკ
ისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს
საქართველოს ეკონომიკ
ისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/14.md
