---
title: "მუხლი 14. აკადემიის დაფინანსება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/14"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. აკადემიის დაფინანსება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/14

1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.

2. აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია:
ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები;
ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) ფულადი სახსრები, რომელთა მიღება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/15.md
