---
title: "მუხლი 16¹. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16-1"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "16^1"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16-1

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.

5. (ამოღებულია - 13.05.2025,  №547).

5¹. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უფლებამოსილია აირჩიოს სტიპენდიატები.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრსა და წევრ-კორესპონდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში შესაბამისად არანაკლებ 2 000 და 1 250 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

8¹. საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატად
აირჩევა
დოქტორის
აკადემიური
ხარისხის
ან
მასთან
გათანაბრებული
სამეცნიერო
ხარისხის
მქონე
პირი
,
რომელიც
საერთაშორისო
დონეზე
აღიარებული
სამეცნიერო
ნაშრომების
ავტორია
.

8². საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატად
აირჩევა
საქართველოს
მოქალაქე
,
რომელიც
საქართველოში
მოღვაწეობს
და
რომლის
ასაკი
50
წელს
არ
აღემატება
.
პირი
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატად
აირჩევა
5
წლის
ვადით
.
ერთი
და
იმავე
პირის
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატად
არჩევა
შეიძლება
მხოლოდ
ორჯერ
.
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატის
არჩევის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
წესდებით
.

8³. საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
წევრ
-
კორესპონდენტებისა
და
სტიპენდიატების
საერთო
რაოდენობა
10-
ს
არ
უნდა
აღემატებოდეს
.

8⁴. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.

8⁵. საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატს
ამ
მუხლის
8
4
პუნქტით
გათვალისწინებული
სტიპენდია
შეუწყდება
საქართველოს
მოქალაქეობიდან
გასვლის
,
საქართველოს
მოქალაქეობის
დაკარგვის
ან
საქართველოში
სამეცნიერო
მოღვაწეობის
შეწყვეტის
შემთხვევაში.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214
საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1881 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4272 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №547 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/17.md
