---
title: "მუხლი 16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ - კორესპონდენტები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ - კორესპონდენტები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16

1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი და საპატიო წევრები ავტომატურად იძენენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის უცხოელი წევრების სტატუსს.

3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება აკადემიის იმ ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.

5. აკადემიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები ამ კანონისა და ახალი წესდების საფუძველზე იმართება წესდების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6. (ამოღებულია - 13.06.2024, №4278).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214
საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/16-1.md
