---
title: "მუხლი 3. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/3"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/3

1. აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.

2. აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი.

3. აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.

4. დაუშვებელია ტერმინის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“ გამოყენება ამ კანონში გამოყენებულისგან განსხვავებული მნიშვნელობით.

5. დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად ან წევრ-კორესპონდენტად ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/4.md
