---
title: "მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და აკადემიის მართვის ორგანოები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/5"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და აკადემიის მართვის ორგანოები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/5

1. აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. აკადემიას მართავენ:
ა) აკადემიის საერთო კრება;
ბ) აკადემიის პრეზიდიუმი;
გ) აკადემიის პრეზიდენტი.

3. აკადემიის პრეზიდენტისა და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებია.

4. (ძალადაკარგულია
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის  გადაწყვეტილება №2/2/863
– ვებგვერდი, 28.02.2018წ.)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის  გადაწყვეტილება №2/2/863
– ვებგვერდი, 28.02.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/6.md
