---
title: "მუხლი 7. აკადემიის პრეზიდიუმი — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/7"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აკადემიის პრეზიდიუმი — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/7

1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

2. აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და აკადემიის საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.

4. აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.

5. აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი.

6. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/8.md
