---
title: "მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/9"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/9

1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.

2. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს და აკადემიის სტიპენდიატებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

3. განყოფილებებისა და აკადემიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, აგრეთვე მათი ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/10.md
