---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/1"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "1"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.

2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირსა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურე) მათი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეზე.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/2.md
