---
title: "მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/25"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "25"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/25

1. პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის უფლების ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/26.md
