---
title: "მუხლი 26. პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/26"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "26"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/26

1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება:
ა) თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირის მიერ ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
გ) დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.

2. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.

3. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელისათვის ჩამორთმევით, მისი გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.

4. პირის გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/27.md
