---
title: "მუხლი 28. ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/28"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "28"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/28

1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.

3. ტექნიკური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/29.md
