---
title: "მუხლი 32. ფიზიკური ძალის გამოყენება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/32"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "32"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ფიზიკური ძალის გამოყენება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/32

1. პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას.

2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას.

3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/33.md
