---
title: "მუხლი 37¹. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-1"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "37^1"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 37¹ (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-1

1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-2.md
