---
title: "მუხლი 37². პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბა — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-2"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "37^2"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37². პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბა — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 37² (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-2

1. სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.

2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/38.md
