---
title: "მუხლი 38. სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/38"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "38"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/38

პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ)
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრი;
ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
თ) უცხოელი/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
ი) პირი, რომელმაც მისი, როგორც კანდიდატის, შემოწმების შემდეგ უარყოფითი შეფასება მიიღო;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;
ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.
საქართველოს 2015 წლის  20 მარტის კანონი №3346 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/37-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/39.md
