---
title: "მუხლი 40. პოლიციელის თანამდებობიდან დროებით გადაყენება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/40"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "40"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. პოლიციელის თანამდებობიდან დროებით გადაყენება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/40

1. პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/39-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/41.md
