---
title: "მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/43"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "43"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/43

1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.

2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია.

3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2367 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3270
–
ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/43-1.md
