---
title: "მუხლი 44. წოდებები პოლიციაში — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/44"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "44"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. წოდებები პოლიციაში — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/44

1. პოლიციაში დაწესებულია წოდებები, რომელთა მინიჭების საფუძვლები და წესი განსაზღვრულია ამ კანონითა და სხვა აქტებით.

2. პოლიციელს წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებლის თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. პოლიციელისთვის წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია და ხორციელდება მხოლოდ თანამიმდევრობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/43-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/45.md
