---
title: "მუხლი 45. სამსახურის ვადა პოლიციის წოდების მისანიჭებლად — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/45"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "45"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. სამსახურის ვადა პოლიციის წოდების მისანიჭებლად — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/45

1. პოლიციაში წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. უმაღლესი წოდებების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნულ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით.

3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/46.md
