---
title: "მუხლი 47. პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/47"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "47"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/47

1. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი.

3. პოლიციელის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი.

4. პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუშს ან/და სპეციალური ჟეტონის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4321 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
თავი VII
პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/48.md
