---
title: "მუხლი 52. პოლიციელის სამუშაო დრო — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/52"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "52"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. პოლიციელის სამუშაო დრო — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/52

1. პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

2. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს პოლიციელები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. პოლიციელს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამინისტრო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/51-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/53.md
