---
title: "მუხლი 53. პოლიციელის შვებულება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/53"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "53"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. პოლიციელის შვებულება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/53

1. პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

2. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელისა – 40 კალენდარული დღე.

3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/54.md
