---
title: "მუხლი 54. პოლიციელის ხელფასი — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/54"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "54"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. პოლიციელის ხელფასი — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/54

1. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან.

2. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

3. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
თავი VIII
პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/55.md
