---
title: "მუხლი 55. პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/55"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "55"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/55

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თუ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამინისტრო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
თავი IX
პოლიციის საქმიანობის კონტროლი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/56.md
