---
title: "მუხლი 56. პოლიციელის ქმედების გასაჩივრება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/56"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "56"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. პოლიციელის ქმედების გასაჩივრება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/56

1. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.

2. პოლიციის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციული რეალაქტის ფორმით განხორციელდა, საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ ამ ორგანოში არსებობს ღონისძიების განმახორციელებელი თანამდებობის პირის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

3. საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/57.md
