---
title: "მუხლი 6. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/6"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "6"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/6

1. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ნაცვალგების პრინციპსა და რეგიონალურ თანამშრომლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/7.md
