---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/1"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ან საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროებში, განსაზღვროს წესები და პროცედურები სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი ასეთი თანამშრომლობის განსახორციელებლად.

2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვითა და პატივისცემით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/2.md
