---
title: "მუხლი 11. პირებისა და საგნების ძებნა მათი ადგილმდებარეობის დასადგენად — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/11"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. პირებისა და საგნების ძებნა მათი ადგილმდებარეობის დასადგენად — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/11

1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად.

2. ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ახორციელებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12.md
