---
title: "მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/17"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/17

1. მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენის პროცესში ფარულად შეაგროვოს ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია და მიაწოდოს იგი საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:
ა) სასურველი ღონისძიება ან მეთოდი;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობა;
გ) იმ მონაცემების სფერო, რომლებიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს;
დ) მონაცემების გადაცემის სახე.

3. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18.md
