---
title: "მუხლი 18. თანამშრომლობის სხვა სახეები — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. თანამშრომლობის სხვა სახეები — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18

საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში:
ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება;
ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება;
ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება;
ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
თავი IV
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა.
პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/19.md
