---
title: "მუხლი 4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/4"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/4

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული
ad hoc
გადაწყვეტილების ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ad hoc
გადაწყვეტილებას ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/5.md
