---
title: "მუხლი 8. სპონტანური თანამშრომლობა — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სპონტანური თანამშრომლობა — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს სპონტანურად, თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის გარეშე, თუ საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლებელია სასარგებლო იყოს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისათვის დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად ან აღსაკვეთად.

2. სპონტანური თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობის ფარგლებში პირდაპირი კავშირები უნდა დაამყარონ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან, აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენონ არსებული კავშირები და მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9.md
