---
title: "მუხლი 9. მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობა — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9

1. ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის წასახალისებლად საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ ეფექტიანად უნდა ითანამშრომლოს საქართველოში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმის ფარგლებში. ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო განსაზღვრავს კონკრეტულ დანაყოფს ან პირს, რომელიც აღნიშნული თანამშრომლობისთვის იქნება პასუხისმგებელი.

2. საქართველოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანომ აგრეთვე ეფექტიანად უნდა გამოიყენოს საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განავითაროს ან/და გააძლიეროს ამ კუთხით არსებული თანამშრომლობა.
თავი III
თანამშრომლობის სახეები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/10.md
