---
title: "მუხლი 11². აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/11-2"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "11^2"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11². აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 11² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/11-2

1. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისთვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი.

2. შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4016 - ვებგვერდი, 28.1
2.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/11-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/11-3.md
