---
title: "მუხლი 20². სამისამართო რეესტრის წარმოების პრინციპები — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/20-2"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "20^2"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20². სამისამართო რეესტრის წარმოების პრინციპები — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 20² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/20-2

1. სამისამართო რეესტრის მონაცემების შექმნის საფუძველია როგორც დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი, ისე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული, სააგენტოს ან სახელმწიფო ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოს მიერ შექმნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.

2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, ბინების ან სხვა ობიექტების ნუმერაცია.

3. სამისამართო რეესტრში გეოგრაფიული ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სააგენტოში დაცული ან/და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, უძრავი ქონების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. დაუშვებელია იმ გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაცია, რომელიც არ არის სახელდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. უძრავ ნივთზე საკუთრების/უძრავი ნივთით სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში არასრული/არასწორი მისამართის არსებობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს მისამართის დაზუსტებას, რის თაობაზედაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. სამისამართო რეესტრის წარმოების წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
თავი IV
3
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5567
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/20-3.md
