---
title: "მუხლი 22. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/22"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "22"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/22

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;
ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან ობიექტი აღარ არსებობს ან სარეგისტრაციო ან/და სხვა დოკუმენტი ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი;
დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1348 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/23.md
