---
title: "მუხლი 24. სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/24"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "24"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/24

1. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება
ამ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

2. ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე არ ვრცელდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით
გათვალისწინებული შეზღუდვები.

3. თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელების ან/და გვარების ურთიერთშეუსაბამობა, კერძოდ, ასოებში უზუსტობა, რომელიც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, ქართულ ენაზე გადმოტანისას უზუსტობის დაშვებით ან სხვა მიზეზით, სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა, მაგრამ სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, სხვა მონაცემი) ერთმანეთს შეესაბამება, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად.

4. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელების ან/და გვარების ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობისას, პირის სახელების ან/და გვარების სხვაგვარი ურთიერთშეუსაბამობისას ან/და ურთიერთშეუსაბამობის სხვაგვარად გამოსწორების შეუძლებლობისას უფლების დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი, სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ.

5. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება
ინსტრუქციით
.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/25.md
