---
title: "მუხლი 8. სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/8"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "8"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/8

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს
ინსტრუქციით
განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2¹. (ამოღებულია – 22.02.2011, №4208).

3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2800 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.86
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3966 - სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.447
საქართველოს 2011 წლის
2
2
თებერვლის კანონი №4208
–
ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/9.md
