---
title: "მუხლი 12 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/12"
law: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "12"
identifier: "3277"
adopted: "2004-02-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/12

1. მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.

2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

4. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

5. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

6. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1345 - სსმ I , № 16 07.07. 2009 წ., მუხ. 81 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214 საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. თავი V მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/11-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/13.md
