---
title: "მუხლი 24¹ — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/24-1"
law: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "24^1"
identifier: "3277"
adopted: "2004-02-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24¹ — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 24¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/24-1

1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

2. მთავრობის შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

5. სახელმწიფო მინისტრი: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას; ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა.

8. სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1545 – ვებგვერდი, 29.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/1 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. თავი VII სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/25.md
