---
title: "მუხლი 29 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/29"
law: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "29"
identifier: "3277"
adopted: "2004-02-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/29

1. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, მთავრობის წევრი.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს.

5. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. თავი X 1 (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/29-1.md
