---
title: "მუხლი 33 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/33"
law: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "33"
identifier: "3277"
adopted: "2004-02-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/33

1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ეს აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას ან/და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან/და იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.

2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/34.md
