---
title: "მუხლი 6 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/6"
law: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "6"
identifier: "3277"
adopted: "2004-02-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/6

1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.

2. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მთავრობის რეგლამენტით.

4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. თავი III მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2062-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-da-sakmianobis-wesis/7.md
